Wednesday, October 26, 2011

მიზეზ "მწყურვალის" სურვილი!

რა არის ადამიანი? ვკითხავ ხოლმე საკუთარ თავს ინტერესით, მაგრამ პასუხს ვერასოდეს ვიღებ, ალბათ მეტისმეტად რთული კითხვაა, ან იქნებ ჩემი გონებაა მეტისმეტად სუსტი რომ ადამიანის ახსნა შეძლოს, კითხვაზე პასუხი გამცეს, დამამშვიდოს და ერთი კითხვით ნაკლები გამიხადოს "სია", "სია" რომელსაც გონებით ვატარებ. ნეტავ ოდესმე თუ შევძლებ სრულყოფილად გავაცნობიერო ადამიანი, გავიგო რა არის ადამიანი და ჩავწვდე მის მნიშვნელობას. თუმცა ეს "ოდესმე" რომ მოვიდეს, ამისათვის "მიზეზი" უნდა ჰქონდეს.
ახლა კი იმ საგონებელში ჩავვარდი, თუ სად უნდა ვეძებო ეს "მიზეზი"?

No comments:

Post a Comment