Thursday, November 24, 2011

დაღლილობის შემკავებელი ბაწარი ვინმემ გადამაჭრევინეთ!

დავიღალე, საოცრად დამღლელ დაღლილობას ვგრძნობ, ვგრძნობ მთელი სხეულით მთელს სხეულში. ღრმა წყურვილი გამიჩნდა ატმოსფეროში ვარდნისა და ჰაერის სხეულზე შეგრძნების. მინდა რომ ვვარდებოდე და არ ვეცემოდე. დავარდნის მომენტში წარმოქმნილი სხეულის სიმსუბუქით მინდა ვისიამოვნო და მინდა ძალიან, ძალიან დიდხანსაც რომ გასტანოს... რაღაცაში მინდა ჩავეფლო, ისეთში რაც მთლიანად შემომსაზღვრავს, დაღლილობას გამომწოვს და ისეთ ქანდაკებას დამამსგავსებს, რომელსაც ეს ესაა შემქმნელმა ტალახი მოაშორა და პირვანდელი ლამაზი სახე დაუბრუნა!

Friday, November 18, 2011

ღირსეული შედეგი!

შევხვდი, პირისპირ დავუდექი და თვალი გავუსწორე. უნდა ვაღიარო რომ ბევრ საკითხში დამჩაგრა, დამჩაგრა დამსახურებულად. თუმცა ძალები და შემართებები მოვიკრიბე და მეც შევუტიე, შეძლებისდაგვარი იერიში მივიტანე და იმ სახის შთაბეჭდილება დავტოვე "მასში", რა სახის შთაბეჭდილების დამტოვებლის პიროვნებასაც ვხედავ საკუთარ თავში. შედეგი? შედეგი 50/50ზე, ვერ დავჯაბნე და შემაწუხებელი ზეგავლენა ვერ ვიქონიე, თუმცა თავადაც ვერ მაჯობა, იგრძნო რომ არაფრის წარმომადგენელი არ ვიყავი, ეს კი სასიამოვნოა. თუ ოდესმე შედგება მეორე რაუნდი, ჩათვალოს რომ დამარცხების გემოს გასინჯავს. და იცით რატომ? იმიტომ რომ მე, მე ადამიანი ვარ! ის კი მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის ფანტაზიის ხორცშესხმაა, ფანტაზია კი ადამიანს ვერ გააკონტროლებს, რადგანაც ფანტაზიებს ხომ თავად ჩვენ ვქმნით, ვიგონებთ და ვაკონტროლებთ. :)

Monday, November 14, 2011

მე vs ისინი.

გისმენთ!
თქვენ ხაართ? მკითხა მან, "მკითხველმა".
დიახ, მე ვარ. ვუპასუხე მე, "მპასუხელმა".
მისგან კი ის მოვისმინე, რაც ცოტა არ იყოს "შემფორიაქებელია" და რამდენიმე გრამით "ამღელვებელი" კიდევაც. რადგანაც მისგან მოსმენილმა, ჭეშმარიტად შთამაგონა რომ საკითხი ჩემს შესაძლებლობებს გამოააშკარავებდა, ჩემს ნამდვილ სახეს დაინახავდნენ, სრულად გამაცნობიერებდნენ და იმ "იდუმალებას" წამართმევდნენ, რაც აქამდე უამრავი მოშველიებული ხერხითაც კი ვერ მოიპოვეს...
მათ შენობასთან რომ მივალ, მარჯვენა ხელს გულს "წავუთათუნებ", თავდაჯერებულად გავიღიმებ და ვიტყვი: მე ჩემს "სამეფო" ტრაკზე მკიდია თუ რა მომიმზადეთ, თავს უფლებას არ მივცემ რომ ჩემი "გაუმკლავებლობა" გაგრძნობინოთ. თქვე, თქვე ჩემნაირნო!

Tuesday, November 8, 2011

"ირონიული" სიბრაზე!

ვზივარ და გამცინებია. რადგანაც მივხვდი რომ "იმას" ვითხოვ "იმისგან" "რასზეც" მას წარმოდეგენა არა აქვს, არც კი იცის არსებობს თუ არა, ღმერთო ჩემო,  წარმოსახვაც არ მქონია  ამ დონის აზროვნების სულიერიც თუ არსებობდა. არ არსებობს წინადადება რომელსაც თავისი "დეგრადირებული" შეხედულებებით არ შეაფასებს, ყოველთვის აქვს პასუხი მაგრამ "საგამღიმებლო" მხოლოდ და მხოლოდ ისაა რომ პიროვნებას მხოლოდ ადამიანის ვიზუალი აქვს და შიგნით "გაუპატიურებული" აბორიგენია!
მინდა ვიყო ზევსი რომ "ღმერთულად" დავსაჯო!

Friday, November 4, 2011

საზოგადოებაში ავი "ცუგაა"!

საოცარია! ამბობენ დანახული დაიჯერება, გაგონილს სულელები (ანუ "გამგონელები") იჯერებენ, თუმცა ამ შემთხვევაში, ვუყურებდი და მაინც არ მჯეროდა. პიროვნება, საზოგადოებრივი ადამიანის "ტყავიდან" იყო გამომძვრალი და "არასაზოგადოებრივ" "ტყავში" იყო ჩაფლული.  სრულად გარშემორტყმულ მდგომარეობში იყო. "გაავებული" იყო და ახლომყოფებს, საკუთარ ბინძურ კბილებს უსვამდა, თრგუნავდა, ნერვს უკლავდა და ფსიქოლოგიურად ჭყლიტავდა. საბედნიეროდ გამოჩნდა პატრონი მომთვინიერებელი და მისი "არასაზოგადოებრივ" "ტყავში" მყოფი "ცუგა" დაუყოვნებლივ დაუბრუნდა პირვანდელ სახეს. შეწყდა მისი "უარყოფითობაც" და "ცისარტყელასავით" ლამაზი "შვების" აურას მიეცა გასაქანი რომ არემარეს "შეფრქვოდა"!
"გულისდამწყვიტელობაა" ამ სახის "ცუგების" არსებობა... რომ შემეძლოს "სააქიოს" დავატოვებინებდი!

Tuesday, November 1, 2011

"ეეეჰ" პოსტი!

სურვილი მაქვს წამოვარტყა თავში ხელი! დამეუფლოს განცდა კარგი ოღონდ, ნელი. არ მომიწიოს საფიქრელი საღელველი, მინდა ფეხქვეშ ვიგრძნო მინდორი და ველი! მინდა მოვკვეთო ენა და გამოვიყენო ცელი! რომ შევიგრძნო თავისუფლება მთელი!