Thursday, December 29, 2011

ცხოვრების ხე!

მონატრებული გამარჯობა ჩემს მიერ პატივისცემით თვალით დანახულო საზოგადოებავ!
ეხლა ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ცხოვრების 30 დღე წამართვეს, ვგულისხმობ ყოველდღიური ცხოვრების 30 დღეს, ვინაიდან და რადგანაც ყოველი გათენებული დილა, ზუსტი ანალოგი იყო მისი წინამორბედი გათენებული დილისა, განსხვავებას ვერ ვნახულობდი, ფაქტობრივად 1 დღე 30ჯერ გამამეორებინეს. გამოგიტყდებით, თუმცა რა საჭიროა სიტყვა "გამოგიტყდები-ს" გამოყენება, მე ხომ ისედაც ვამბობ ჩემს სათქმელს. სათქმელს რომლის დასაწყისიც იყო საოცრად რთულად მოსაჩვენებელი, ალღო აუღებელი და რეჟიმში ჩაუჯდომელი, თუმცა ეს მართლაც რომ დედა "გაჟიმული" დრო ხომ ყველაფრის ათვისების ხელშემწყობია და არც ჩემს შემთხვევაში დააყოვნა და დროთა განმავლობაში შემაჩვია, ან უბრალოდ უფრო "იოლად" მომაჩვენა და გონებაში DELETE მისცა ფიქრებს, რომლებსაც დასაწყისში ვყავდი მოცული, "30 დღიანი ერთი და იგივეობის დასაწყისში"!
როდესაც ცხოვრების ამ ეტაპს მივადექი, საკუთარი თავი შევადარე ხის სულ ქვედა ტოტზე ხელებით დაკიდებულ პიროვნებას  და უდიდესი ალბათობა არსებობდა იმისა რომ ხელი გამეშვებოდა და "დედამიწაზე" დავეცემოდი, რაც იქნებოდა არაფრის მომცემი და მცირედით, სირცხვილის გრძნობის მომტანიც, ამიტომ ყოველგვარ ღონეს ვხმარობდი, საკუთარ თავს, თავს ვესხმოდი და ვაიძულებდი, გამოეჩინა ინიციატივა და გასჩენოდა სურვილი "ტოტზე" ასვლისა, ამას კი "სიტყვების თამაშით" ჩავუყარე საფუძველი:
"ვზივარ ეხლა ჩემთვის,
გონებაში მშვიდი ემოციაც მერთვის,
გავყურებ საოცრად საოცარ სახეებს
იმედია თავს გავართმევ წინდაგებულ მახეებს,
შევისრუტავ რთულად მოსაპოვებელ სიმშვიდეს,
რომელიც სხეულის სისტემას დამიმშვიდებს,
ვეცდები მოვახერხო თავში აზრების სწორად გაწყობა,
შემდეგში რომ დამეუფლოს კარგი განწყობა!"
შედეგად კი ის მივიღე რომ ახლა უკვე კიარ ვკიდივარ, არამედ "ტოტზე" ვზივარ და ვცდილობ შემდეგ "ტოტს" დავეკიდო და "კენწეროს" მივაღწიო, ამბობენ მანდ სილამაზე და "სუფთა ჰაერიაო", თუმცა ის არ უნდა დამავიწყდეს რომ "კენწეროთი" დაბრმავებულმა, პირველივე "ტოტიდან" არ გადავვარდე, რადგან ბედის ირონია ისაა რომ "ხეზე" ყველა ტოტი "ტაოტიანია"!

Thursday, November 24, 2011

დაღლილობის შემკავებელი ბაწარი ვინმემ გადამაჭრევინეთ!

დავიღალე, საოცრად დამღლელ დაღლილობას ვგრძნობ, ვგრძნობ მთელი სხეულით მთელს სხეულში. ღრმა წყურვილი გამიჩნდა ატმოსფეროში ვარდნისა და ჰაერის სხეულზე შეგრძნების. მინდა რომ ვვარდებოდე და არ ვეცემოდე. დავარდნის მომენტში წარმოქმნილი სხეულის სიმსუბუქით მინდა ვისიამოვნო და მინდა ძალიან, ძალიან დიდხანსაც რომ გასტანოს... რაღაცაში მინდა ჩავეფლო, ისეთში რაც მთლიანად შემომსაზღვრავს, დაღლილობას გამომწოვს და ისეთ ქანდაკებას დამამსგავსებს, რომელსაც ეს ესაა შემქმნელმა ტალახი მოაშორა და პირვანდელი ლამაზი სახე დაუბრუნა!

Friday, November 18, 2011

ღირსეული შედეგი!

შევხვდი, პირისპირ დავუდექი და თვალი გავუსწორე. უნდა ვაღიარო რომ ბევრ საკითხში დამჩაგრა, დამჩაგრა დამსახურებულად. თუმცა ძალები და შემართებები მოვიკრიბე და მეც შევუტიე, შეძლებისდაგვარი იერიში მივიტანე და იმ სახის შთაბეჭდილება დავტოვე "მასში", რა სახის შთაბეჭდილების დამტოვებლის პიროვნებასაც ვხედავ საკუთარ თავში. შედეგი? შედეგი 50/50ზე, ვერ დავჯაბნე და შემაწუხებელი ზეგავლენა ვერ ვიქონიე, თუმცა თავადაც ვერ მაჯობა, იგრძნო რომ არაფრის წარმომადგენელი არ ვიყავი, ეს კი სასიამოვნოა. თუ ოდესმე შედგება მეორე რაუნდი, ჩათვალოს რომ დამარცხების გემოს გასინჯავს. და იცით რატომ? იმიტომ რომ მე, მე ადამიანი ვარ! ის კი მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის ფანტაზიის ხორცშესხმაა, ფანტაზია კი ადამიანს ვერ გააკონტროლებს, რადგანაც ფანტაზიებს ხომ თავად ჩვენ ვქმნით, ვიგონებთ და ვაკონტროლებთ. :)

Monday, November 14, 2011

მე vs ისინი.

გისმენთ!
თქვენ ხაართ? მკითხა მან, "მკითხველმა".
დიახ, მე ვარ. ვუპასუხე მე, "მპასუხელმა".
მისგან კი ის მოვისმინე, რაც ცოტა არ იყოს "შემფორიაქებელია" და რამდენიმე გრამით "ამღელვებელი" კიდევაც. რადგანაც მისგან მოსმენილმა, ჭეშმარიტად შთამაგონა რომ საკითხი ჩემს შესაძლებლობებს გამოააშკარავებდა, ჩემს ნამდვილ სახეს დაინახავდნენ, სრულად გამაცნობიერებდნენ და იმ "იდუმალებას" წამართმევდნენ, რაც აქამდე უამრავი მოშველიებული ხერხითაც კი ვერ მოიპოვეს...
მათ შენობასთან რომ მივალ, მარჯვენა ხელს გულს "წავუთათუნებ", თავდაჯერებულად გავიღიმებ და ვიტყვი: მე ჩემს "სამეფო" ტრაკზე მკიდია თუ რა მომიმზადეთ, თავს უფლებას არ მივცემ რომ ჩემი "გაუმკლავებლობა" გაგრძნობინოთ. თქვე, თქვე ჩემნაირნო!

Tuesday, November 8, 2011

"ირონიული" სიბრაზე!

ვზივარ და გამცინებია. რადგანაც მივხვდი რომ "იმას" ვითხოვ "იმისგან" "რასზეც" მას წარმოდეგენა არა აქვს, არც კი იცის არსებობს თუ არა, ღმერთო ჩემო,  წარმოსახვაც არ მქონია  ამ დონის აზროვნების სულიერიც თუ არსებობდა. არ არსებობს წინადადება რომელსაც თავისი "დეგრადირებული" შეხედულებებით არ შეაფასებს, ყოველთვის აქვს პასუხი მაგრამ "საგამღიმებლო" მხოლოდ და მხოლოდ ისაა რომ პიროვნებას მხოლოდ ადამიანის ვიზუალი აქვს და შიგნით "გაუპატიურებული" აბორიგენია!
მინდა ვიყო ზევსი რომ "ღმერთულად" დავსაჯო!

Friday, November 4, 2011

საზოგადოებაში ავი "ცუგაა"!

საოცარია! ამბობენ დანახული დაიჯერება, გაგონილს სულელები (ანუ "გამგონელები") იჯერებენ, თუმცა ამ შემთხვევაში, ვუყურებდი და მაინც არ მჯეროდა. პიროვნება, საზოგადოებრივი ადამიანის "ტყავიდან" იყო გამომძვრალი და "არასაზოგადოებრივ" "ტყავში" იყო ჩაფლული.  სრულად გარშემორტყმულ მდგომარეობში იყო. "გაავებული" იყო და ახლომყოფებს, საკუთარ ბინძურ კბილებს უსვამდა, თრგუნავდა, ნერვს უკლავდა და ფსიქოლოგიურად ჭყლიტავდა. საბედნიეროდ გამოჩნდა პატრონი მომთვინიერებელი და მისი "არასაზოგადოებრივ" "ტყავში" მყოფი "ცუგა" დაუყოვნებლივ დაუბრუნდა პირვანდელ სახეს. შეწყდა მისი "უარყოფითობაც" და "ცისარტყელასავით" ლამაზი "შვების" აურას მიეცა გასაქანი რომ არემარეს "შეფრქვოდა"!
"გულისდამწყვიტელობაა" ამ სახის "ცუგების" არსებობა... რომ შემეძლოს "სააქიოს" დავატოვებინებდი!

Tuesday, November 1, 2011

"ეეეჰ" პოსტი!

სურვილი მაქვს წამოვარტყა თავში ხელი! დამეუფლოს განცდა კარგი ოღონდ, ნელი. არ მომიწიოს საფიქრელი საღელველი, მინდა ფეხქვეშ ვიგრძნო მინდორი და ველი! მინდა მოვკვეთო ენა და გამოვიყენო ცელი! რომ შევიგრძნო თავისუფლება მთელი!

Sunday, October 30, 2011

თვისებით "ნაკლულ" პიროვნებას "გადაყრილობისგან" გაჩენილი აზრი!

ვაკვირდები და ერთ დასკვნამდე მივდივარ, მასში განა "შეკუმშულია" "სტანდარტული" თვისება, არამედ მას არ გააჩნია "სტანდარტული" თვისება. ქვეყნიერების მოვლენისას, მასთან ერთად არ მოევლინა "სტანდარტულობა". ეს კი კლავს იმედს რომელიც მაფიქრებინებდა რომ შესაფერისი მიდგომით, მის "შეკუმშულობას" ბოლოს მოვუღებდი, "გავბერავდი", ლამაზ ელფერს შევძენდი და გარშემომყოფთ თვალებს "გავუკარგგანწყობილებდი". მაგრამ იქნებ გააჩნდა "სტანდარტულობა" და გარემო პირობებმა დაუკითხავად გაუქრეს, ყოველგვარი უფლების გარეშე. მაშინ უიღბლო ყოფილა, უიღბლო "სტანდარტულობის" "გამქრმველ" გარემოში "დაბადებულობის" გამო. ეს კი ალბათ დასტურია იმისა რომ "მასზე" არ უნდა გავბრაზდეთ. სიმშვიდე, კვლავინდებურად სიმშვიდე და უშფოთველობა უნდა შევინარჩუნოდ. ვინაიდან და რადგანაც, ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც არსებულ სიტუაციას დადებითად წაადგება!

Saturday, October 29, 2011

საბედისწერო შეხვედრა! :)

გზაზე მიდის განგსტერი, უეცრად შემოხვდა სევდის ნაპერწკალ ენთებულიანი, პატიოსანი ცხოვრებით მცხოვრები მეძავი... განგსტერს გული შეეკუმშა, რადგან მის თვალებში დანახული სევდა, დაუმსახურებლად ჩათვალა, უმალ მივარდა, ძლიერი მკლავი მკლავში შეუცურა, შეაჩერა და მიმართა: შენ ჰეი, მეძავო! რა გაგჭირვებია ისეთი რომ შენი თვალები ასახავენ შენს პრობლემას? მითხარი და ჩემს განგსტერობას ვფიცავ თუ სულ თავი არ დავაცალო და რაგბი არ ვითამაშო...
მეძავმა ახედა დაღვრემილურად და ხელი უჯიკა რომ გასცლოდა, თუმცა განგსტერმა კიდევ უფრო მჭიდროდ მოკიდა ხელი და დაჟინებით მიმართა: ახლავე მითხარი რა გაწუხებს, თორე ჩემს განგსტერობას ვფიცავ თუ არ "შეგიდო"! მეძავმა სიტყვა "შედებას" ყური მოჰკრა თუ არა, მისმა სახემ მიტკლის ფერი დაიდო, სევდიანი თვალები საცოდავიანი გაუხდა და ორივე ხელით შეეცადა რომ ეჯიკებინა, თავი დაეხსნა  ამ "ჯორისგან"  და გაქცეულიყო... მაგრამ განგსტერი რის განგსტერი იყო რომ 1 მეძავს ვერ გამკლავებოდა, მარჯვენა მოზვერული თათი თავში ატაკა და წააქცია, უეცრად მეძავმა ხელი ჯიბისკენ წაიღო და რაღაცის ამოღებას ცდილობდა, ამის დანახვისას განგსტერს თვალებზე ბინდი (twilight კინო რომ არის ეგ არა) გადაეკრა, ტელევიზორში ნანახი მიკი რურკის მონაწილეობით გადაღებული ფილმი The Wrestler გაახსენდა, ისიც გაიხსენა მიკი რურკი მოწინააღმდეგეს დაგდებულზე როგორ ებრძოდა, ამიტომ უეცრად ახტა და იდაყვით დაახტა მეძავს ზედ ბრმანაწლავზე, ბრმანაწლავი სამუდამოთ დაუბრმავა, მეძავისგან გაძალიანებაც ვეღარ შენიშნა და დაპირებული შეასრულა, ანუ ბრმანაწლავ დაბრმავებულ მეძავს "შეუდო". განგსტერი როდესაც მორჩა "მატარებლის გვირაბში" შეყვანას, ადგა და გამოეცალა, მეძავმა კი ხელი ისევ ჯიბისკენ წაიღო, ფურცელი ამოიღო ქვა ჩადო და შიგ ბაშკაში გაუქანა განგსტერს, განგსტერმა: ეხლა შენ დედას მოვ...ვო და ისევ მისკენ გაიწია, მაგრამ მეძავმა თითი ფურცლისკენ გაიშვირა და წაკითხვაზე მიუთითა, განგსტერი შეჩერდა, ფურცელი აიღო და შემდეგი ფრაზების კითხვას შეუდგა: ძვირფასო ადამიანებო, ჩემი სევდიანი თვალების ხილვისას ნუ მეკითხებით მის მიზეზს, რადგან მე ხმას არ ვიღებ და თქვენ ეს გაღიზიანებთ, შემდეგ კი სამაგიეროს გადახდის მიზნით "მიდებთ". მე კი ხმას განა შეგნებულად არ ვიღებ, არამედ ხმას ვერასოდეს ამოვიღებ, რადგანაც მუნჯი ვარ! ასე რომ ძალიან გთხოვთ, შეწყვიტეთ ჩემი სევდიანი თვალების მიზეზის კითხვა და შემდეგ "შედება"......
უეცრად ისმის ხმა: ჯუმბერიკოო! ჯუმბერიკოო! პასუხად კი: რა არი დეე?
დედა: გეყოფა წერა, "ჩახოხბილი" გავაკეთე და ახლა სადილობის დროა.
უეცრად ჯუმბერიკო სკამიდან წამოხტა და სამზარეულოში სიტყვებით შევიდა: დე იცი, ახალი თემა დავწერე, განგსტერზე და მეძავზეა, იცი რა მაგარია! განგსტერს მეძავი შეხვდება და მერე მთელი ამბები ხდება...
დეე, ისე, ჩახოხბილს რატომ ჰქვია ჩახოხბილი?
დედა: იმიტომ რომ ხოხბის ხორცისგან მზადდება.
ჯუმბერიკო: აბა ამაში რომ ქათმის ხორცია რა გამოდის ეხლა, ეს ჩახოხბილი კიარა ჩაქათმულია?
დედა: ჯუმბერიკოო! შეწყვიტე ეხლა ლაპარაკი და ჭამე.
ჯუმბერიკომ შეწყვიტა ლაპარაკი, მეძავზე და განგსტერზე დაწერილი თემის ფიქრებითაც გონება გაინთავისუფლა და ჭამას შეუდგა...

Friday, October 28, 2011

დროზე მოდი "შეჩემისა"!

დამთრგუნველობაა როდესაც აწყდები უსამართლობას, შინაგანად იშლები და ინგრევი, რადაგან ეს მძიმე ემოცია, საკუთარი მძიმე ფეხსაცმლით გაწვება, გაბიჯებს და  უხილავ ასფალტზე  შენს გასრისვას ცდილობს! ერთადერთ გამოსავალს კი გულის ფანცქალით ელი, რომელიც შენს ტანჯვას ბოლოს მოუღებს, წერტილს დაუსვამს, დაასამარებს, სამუდამოდ განგათავისუფლებს და თავისუფლების უტკბილეს გემოს შეგაგრძნებს! ამის ჩამდენი კი მხოლოდ "დროა"! თუმცა სანამ "მაშველი დრო" მოვა, მანამდე ისღა დაგვრჩენია რომ გავუძლოთ, მედგრად ვიდგეთ იმ ფიქრთან ერთად რომ "მაშველი დრო" მოვა! ჩემი "მაშველი დრო" კი იგვიანებს, დავიჯერო გზაში საბურავი დაეშვა?

Thursday, October 27, 2011

"ჟოპალეზთა" განმდევნელის სურვილი!

ჯანდაბა! რა ამბავია ? რა ბევრნი ხართ "პირფერებო".
როგორ მომრავლდით და შეერიეთ საზოგადოებას. ან საერთოდ რატომ ხართ "მასეთნი"?
ალბათ რაღაც გაკლიათ, არა მატერიალური, არამედ მორალური! "შიგნით" გაკლიათ, "პიროვნულობაში"! ბევრი თქვენს ამ ქმედებებზე იღიმის, ბევრი ბრაზდება, ბევრი საერთოდ ვერ ხვდება, რადგანაც ვერ აღიქვამენ თუ რა არის ეგ საქციელი და რისთვის გამოიყენება. თუმცა, მე კი ვფიქრობ რომ "მეპირმფერველი" არის ადამიანი რომელსაც უნდა გაეცალო, გაეცალო იმ მიზეზის გამო რომ ის არის ერთი მოსიარულე და "მსუნთქავი" საცოდაობა!
პ.ს. სიამოვნებით დაგწვავდით, რადგანაც თქვენი სახით საზოგადოებას "ნაგვისგან" გავანთავისუფლებდი!

Wednesday, October 26, 2011

მიზეზ "მწყურვალის" სურვილი!

რა არის ადამიანი? ვკითხავ ხოლმე საკუთარ თავს ინტერესით, მაგრამ პასუხს ვერასოდეს ვიღებ, ალბათ მეტისმეტად რთული კითხვაა, ან იქნებ ჩემი გონებაა მეტისმეტად სუსტი რომ ადამიანის ახსნა შეძლოს, კითხვაზე პასუხი გამცეს, დამამშვიდოს და ერთი კითხვით ნაკლები გამიხადოს "სია", "სია" რომელსაც გონებით ვატარებ. ნეტავ ოდესმე თუ შევძლებ სრულყოფილად გავაცნობიერო ადამიანი, გავიგო რა არის ადამიანი და ჩავწვდე მის მნიშვნელობას. თუმცა ეს "ოდესმე" რომ მოვიდეს, ამისათვის "მიზეზი" უნდა ჰქონდეს.
ახლა კი იმ საგონებელში ჩავვარდი, თუ სად უნდა ვეძებო ეს "მიზეზი"?

Tuesday, October 25, 2011

"გამომსწორებელი" მაგალითი, ანუ "ნინიას" ბაღი კიარაა კოკამ წყალი ყოველთვის რომ მოიტანოს...

უფრო პატარა რომ ვიყავი, მახსოვს ქუჩაში გავლისას, მხრის გაკვრის მომთხოვნელ გოგოებს, მხარს ვკრავდი და მეტიც, ვცდილობდი რომ მკერდზე გამეკრა, ზოგი მართლაც შემთხვევითობას აბრალებდა, ზოგი წარბშეკრულად გამომხედავდა, საოცარია მაგრამ ზოგი კი მიღიმოდა. :)
ერთხელ ერთ გოგოსაც გავკარი, თან ისე გემრიელად რომ ჩემმა იდაყვმა მის მკერდზე გაკვრისას "რბილი ხორცის სიამოვნება" შეიგრძნო, თუმცა ეს გოგო, იმწამსვე შემოტრიალდა, ხელი მუცელში ჩამარტყა და გაბრაზებულმა თქვა: რამდენს ბედავ, შე შვილოოო!
თურმე, ეს გოგო კიარა, არამედ დედის ტოლა ქალი აღმოჩნდა, რატომღაც უკან არ დავიხიე და პასუხი მეც დავუბრუნე: თავი დაიმშვიდეთ, დედიკო მეთქი!
მან კი: ეხლა თუ გაგილაწუნე, დედიკოს მერე დაგაძახებინებო. ამ დროს ხალხიც შეგროვდა, თან ბევრმა შტვენაც (ან სტვენა) დაიწყო, იმ მისამართიდ რომ საკუთარ თავს ბევრის უფლებას ვაძლევდი, ამიტომ ამ ქალის პასუხზე რეაგირება აღარ მოვახდინე, უხმოდ გავტრიალდი და გავეცალე, შორიდან კი მესმოდა როგორ იძახდა ჩემი მისამართიდ: დეგენერატი ეს!
მას მერე, მხარი შეგნებულად აღარავისთვის გამიკვრია, რადგანაც უაზრო ახირებისა და უაზრო გართობისგან თავის შეკავებისთვის, სათანადო მაგალითი მივიღე...
მადლობას ვიხდი რომ ასეთი მაგალითი მივიღე!

Monday, October 24, 2011

სასიამოვნო ფიქრთა ამონთხევა!

მახსოვს საღამოობით დედაენის ბაღში ვიჯექით, განათებულ ტაძარს გავხედავდით ხოლმე, სასიამოვნო საღამოთი ვტკბებოდით და ვსაუბრობდით ყველაფერზე! შემდეგ ჩემს მარცხენა მხარს გაასწორებდა, ხო, გაასწორებდა, ისე როგორც ჩვენ ვასწორებთ თავის რბილად დასადებად   საწოლში ბალიშს, სწორედ ასე გაასწორებდა ჩემს მხარს, საკუთარ თავს ჩემს მკერდზე ჩამოდებდა, ჩუმდებოდა, იმდენად რომ მისი ამონასუნთქი ჰაერის ხმაც მესმოდა და მსიამოვნებდა როდესაც სხეულზეც ვგრძნობდი. შემდეგ ვკითხავდი: რაზე ფიქრობ? ის კი მპასუხობდა: იმაზე რომ თავს კარგად ვგრძნობო, რაც ძალიან მიხარიაო! შემდეგ თავად მკითხავდა: შენ რაზე ფიქრობო? მე კი ვპასუხობდი: იმაზე რომ მსიამოვნებს შენ რაც გიხარია მეთქი და სითბოს გამოსახატად ლოყას თავზე გადავუსვამდი!
 სადარბაზომდე რომ მივაცილებდი, ერთმანეთს ვაკოცებდით, შემდეგ გატრიალდებოდა და სანამ სადარბაზოში შევიდოდა, გზადაგზა გამომხედავდა, ოღონდ ღიმილით გამომხედავდა, პასუხად მეც ვუღიმოდი და ერთმანეთს ხელებით ვემშვიდობებოდით. შემდეგ როდესაც ტრანსპორტში ჩავჯდებოდი და სახლსიკენ მოვდიოდი, ამ სიმღერას ვრთავდი

ლამპიონებისგან განათებულ თბილისის ქუჩებს ვუყურებდი და ვიღიმოდი, ვიღიმოდი რადგანაც არსებული სიტუაცია მახარებდა და თავს ბედნიერად ვგრძნობდი!
მადლობას ვიხდი რომ ასეთი ფიქრები მაინც შემრჩა, იმ განვლილი ლამაზი წუთებიდან, რომელიც ცხოვრებამ მაჩუქა!

შეშლილი პატრიოტი!

მიდით მიდით, მიდით შავტრაკა ნაბოზრებო,ირბინეთ ისე როგორც დიდი და ბანჯგვლიანი ბარბაროსი გარბოდა რომაელთა დანახვისას!
მიდით მიდით, მიდით შავტრაკა ნაბოზრებო, ირბინეთ ისე როგორც ლეკები გარბოდნენ ქართველი მეომრების დანახვისას!
მიდით მიდით, მიდით შავტრაკა ნაბოზრებო, ირბინეთ ისე როგორც გერმანელები გარბოდნენ კავკასიელი მეომრების დანახვისას!
ირბინეთ თქვე "კუდსაჯდომშიშერჭობილებო"!
ირბინეთ თქვე "კუდპროჭშიშეთხრილებო"!
ირბინეთ თქვე "კუდუკანალშიმოთავსებულებო"!
ირბინეთ თქვე "კუდუკანასწორნაწლავშიშერწყმულებო" !
ირბინეთ თქვენი "კუბო" დავდგი და გართობის მიზნით 6 კრუგი დავარტყი!
ირბინეთ თქვენი "ისეთი და ასეთი"

Sunday, October 23, 2011

ინციდენტი "პანჩურ" ამოსარტყმელ "უშანგიკოსთან" და "უშნო ნაილის" ჯიხურთან. :)

ერთ დღეს როდესაც სტარიკას დასცხა და წყლის ნაცვლად სიგარეტი მოუნდა, მივიდა პატარა შვილიშვილ "უშანგიკოსთან" და უთხრა: მიდი პაპი, სიგარეტი მიყიდეო! "უშანგიკომ" ცოტა იფიქრა და უთხრა: პაპი გიყურებ ეხლა და ერთ რაღაცას მივხვდიო. რაასო? ჰკითხა სტარიკამ.
რასა და ეხლა NARUTO იწყება და თუ არ გინდა უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაყენო, აუდე ჩემი ოთახიდან და რამდენჯერ გითხარი ჩემ სათამაშო დინოზავრს ნუ აბიჯებ შე "აჭკარიკა" ნაბოზარო! სტარიკამ დინოზავრიდან ფეხი აიღო,  კარი გაიჯახუნა, "გაგჟიმვიათ" დედა შენცა და შენს   NARUTO-საცო თქვა და თავად გაემართა
"უშნო ნაილის" ჯიხურისკენ.
როგორ ხარ "სტარიკ"? ჰკითხა ნაილიმ. როგორ ვიქნები იმ ჩემი "ტარტაროზის" ხელში, სიგარეტზე ჩამეგზავნე მეთქი და აუდე ჩემი ოთახიდან "აჭკარიკა" ნაბოზაროო!
ეეჰ, არვიცი რაა, მომე ერთი შენი ჭირიმე სიგარეტი თორე დამაწყდა ნერვები.
უეცრად "სტარიკასთან" მეზობლის ჩუპაჩუფს "მღლოღვნელი" "მარიკა" მივიდა და ჰკითხა: ბოდიშით ბიძია "სტარიკავ", თქვენ გააქვთ მოლფიქსი?
ს: არა გენაცვალე, მე სიგარეტი ლაკის ტრაიკი მაქვს!
მ: აა, და რომელი, ლაითი?
ს: არა გენაცვალე, წითელი!
მ: და ეგ რომელია, მთლიანად წითელ კოლოფში რომ არის?
ს: არა გენაცვალე, მთლიანად წითელი არ არის, სხვა ფერიც ურევია!
მ: დაა, მთლიანად წითელი რატომ არ არის?
ს: არვიცი გენაცვალე!
მ: და რატომ არ იცით?
ს: იმიტომ რომ არვიცი გენაცვალე!
მ: და რატომ?
ს: იმიტომ!
მ: და რატომ იმიტომ?
ს: იმიტომ რომ იმიტომ!
მ: და რატომ იმიტომ რომ იმიტომ?
ს: იმიტომ რომ არვიცი შენი მადა Fაქა!
მ: და მადა Fაქა რას ნიშნავს?
ს: კარგ გოგოს ნიშნავს, მალაიზიურად!
მ: და მალაიზიური იცი მადა Fაქავ?
ს: მადა Fაქა გოგოებზე ითქმევა, გენაცვალე!
მ: კარგი მაშინ, შენ იცი მალაიზიური ბიძია მადა Fაქავ? :)
პ.ს. ქალებს ევასებათ ფრჩხილების დაგრძელბა, თუმცა რაში მაინტერესებს, უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ მეზარება ზემოთ ნაჩმახის გაგრძელება. :)

Saturday, October 22, 2011

მე vs ემოცია!

მაინც მაჯობა, მაინც მაჯობა ამ "შიგნიდან მღრღნელმა" ემოციამ, ხმა ამომაღებინა და ისევ და ისევ მე მომაყენა ზიანი.
ვიცი, საკუთარ თავს მკაცრად ვეპყრობი, თუმცა ამ მოპყრობას ბოლომდე მაინც ვერ ვუმკლავდები, ძალა არ შემწევს, რადგანაც მე ხომ რობოტი არ ვარ, მე ხომ რიგითი თქვენნაირი ვარ და მეც ხომ ჩვენს საერთო ჰაერს ვსუნთქავ!
მინდა რომ შორს გავიხედო, მაგრამ როგორც ჩანს ჩემს "ბინოკლში" მტვერი ჩაჯდა.

Friday, October 21, 2011

მაპოვნინეთ გზა!

არა რაა,  არ გამოდის, ვერ ვახერხებ, გამუდმებით ვცდილობ რომ "კითხვის" და "უფლების მოპოვების" სახით ვკითხო, მისგან კი "ცინიზმით" გაჟღენთილ უსამართლო პასუხებს ვიღებ...
მუდამ ვფიქრობ, ვფიქრობ და გონებაში იმ "მხსნელ გზას" ვეძებ, რომელიც ამარიდებს მის "ცინიზმურ" პასუხებს, გამანთავისუფლებს ფიქრისგან, რომელიც მაფიქრებინებს რომ ის ბოროტების განსახიერებაა! ჯანდაბა! "მხსნელ გზას" ვერადა ვერ ვხედავ, ალბათ ჩემს "ფანარში" (ფარანში) ელემენტი  დაჯდა!  

                               

Thursday, October 20, 2011

ახალი!

ახალი! ახალი ყველაფერი მომწონს! მათ შორის ახალი ფეხსაცმლის "სუნიც" კი. ახლა კი ეს ბლოგიც ახალია ჩემთვის და ამიტომ ესეც მომწონს, თუმცა ვხვდები რომ ახალი ფეხსაცმლის "სუნსაც" კი მირჩევნია! მოკლედ, ასე და ამგვარად ჩემო "ბანძფერა" ან "კარგფერა" თვალიანო მკითხველო, მინდა შემართებითა და ოვაციებით გითხრა რომ ჩემი ბლოგი გახსნილად გამომიცხადებია! :)