Sunday, October 30, 2011

თვისებით "ნაკლულ" პიროვნებას "გადაყრილობისგან" გაჩენილი აზრი!

ვაკვირდები და ერთ დასკვნამდე მივდივარ, მასში განა "შეკუმშულია" "სტანდარტული" თვისება, არამედ მას არ გააჩნია "სტანდარტული" თვისება. ქვეყნიერების მოვლენისას, მასთან ერთად არ მოევლინა "სტანდარტულობა". ეს კი კლავს იმედს რომელიც მაფიქრებინებდა რომ შესაფერისი მიდგომით, მის "შეკუმშულობას" ბოლოს მოვუღებდი, "გავბერავდი", ლამაზ ელფერს შევძენდი და გარშემომყოფთ თვალებს "გავუკარგგანწყობილებდი". მაგრამ იქნებ გააჩნდა "სტანდარტულობა" და გარემო პირობებმა დაუკითხავად გაუქრეს, ყოველგვარი უფლების გარეშე. მაშინ უიღბლო ყოფილა, უიღბლო "სტანდარტულობის" "გამქრმველ" გარემოში "დაბადებულობის" გამო. ეს კი ალბათ დასტურია იმისა რომ "მასზე" არ უნდა გავბრაზდეთ. სიმშვიდე, კვლავინდებურად სიმშვიდე და უშფოთველობა უნდა შევინარჩუნოდ. ვინაიდან და რადგანაც, ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც არსებულ სიტუაციას დადებითად წაადგება!

No comments:

Post a Comment