Friday, October 28, 2011

დროზე მოდი "შეჩემისა"!

დამთრგუნველობაა როდესაც აწყდები უსამართლობას, შინაგანად იშლები და ინგრევი, რადაგან ეს მძიმე ემოცია, საკუთარი მძიმე ფეხსაცმლით გაწვება, გაბიჯებს და  უხილავ ასფალტზე  შენს გასრისვას ცდილობს! ერთადერთ გამოსავალს კი გულის ფანცქალით ელი, რომელიც შენს ტანჯვას ბოლოს მოუღებს, წერტილს დაუსვამს, დაასამარებს, სამუდამოდ განგათავისუფლებს და თავისუფლების უტკბილეს გემოს შეგაგრძნებს! ამის ჩამდენი კი მხოლოდ "დროა"! თუმცა სანამ "მაშველი დრო" მოვა, მანამდე ისღა დაგვრჩენია რომ გავუძლოთ, მედგრად ვიდგეთ იმ ფიქრთან ერთად რომ "მაშველი დრო" მოვა! ჩემი "მაშველი დრო" კი იგვიანებს, დავიჯერო გზაში საბურავი დაეშვა?

No comments:

Post a Comment