Monday, July 30, 2012

მოდით მოვფსათ დილამდე.






სასაცილო რეალობა გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში.

Monday, March 5, 2012

გონებაში ჩარჩენილი ღამე

საათს დავხედე და 23:26 წუთი იყო, დღეს უეჭველი დაგვერხა, ვფიქრობდი ჩემთვის როდესაც ვიღაც ცოტათი ნასვამი "შპანა" ტიპი გამიჩერდა და მეუბნება: ასანთი გააქვს? არა მეთქი და თავი სხვა მხარეს გავატრიალე, აბა რა გაქვსო მომაძახა იმედგაცრუებულმა.
რა მაქვს და კეთილი გული მაქვს მეთქი მივიძახე ღიმილით, გაიღიმა, მეც გავიღიმე, გაიარა, მეც გავიარე.
 ცოტახანში ერთმა გოგომ გამოიარა, ცუგას ასეირნებდა,ცოტა ხანი ვუყურე და გამახსენდა რომ პატარაობაში მეც მინდოდა ცუგა მყოლოდა მაგრამ 1 მიზეზის გამო არ ვიყვანდი, ეს იყო სიყვარული, ამბობენ გარკვეული დროით ჯიბეში ქვაც რომ გედოს იმასაც კი მიეჩვევი, შეგიყვარდებაო და მისი დაკარგვა გულს დაგწყვეტსო, ამიტომ ცუგაც ხომ ოდესღაც დამტოვებდა ცუგების სამყაროში წასასვლელად, სწორედ ამ გულდაწყვეტილობის გამო არ მსურდა ცუგა. საათს დავხედე და 01:54 წუთი იყო უკვე, ჯიბეში ხელი ჩავიყავი, 5 პატარა შოკოლადი მედო, 1 ცალს 6წუთში შევჭამ მეთქი, დანარჩენებს კი თითო საათის ინტერვალით, ვიცოდი რომ უკვე გათენება მომიწევდა დედამიწის მაგ მონაკვეთზე, შოკოლადის ჩამას ვწელავდი და თითოეულიდან მაქსიმალური სიამოვნების მიღებას ვცდილობდი, თითქოს კაცობრიობის უკანასკნელი შოკოლადები მეკავა. ამასობაშI ხალხმაც უკლო სიარულს, მანქანებიც კანტი კუნტად დადიოდნენ, "თბილისი იძინებდა" მე კი ვიდექი და ვაკვირდებოდი. შემდეგ მეორე შოკოლადიც ვჭამე, მესამეც, მეოთხეც. საათს დავხედე და 04:58 წუთი იყო. ვიცოდი რომ მაქსიმუმ კიდევ 2საათი მომიწევდა ყოფნა, ამიტომ კვლავინდებურად ფიქრებს მივეძალე და გამახსენდა 1 ჩემი კლასელი ბიჭი რომელმაც ცხოვრება ტრაგიკულად დაასრულა, თუმცა მაგ მომენტს გვერდი ავუარე და იმ სასიამოვნო ფიქრებთან შევჩერდი, რომლის გახსენებაც ყოველთვის ღიმილს მგვრის. მახსოვს ერთხელ პატარაობაში ეზოში წყლის მილი დაზიანდა, შემკეთებელი სამსახური რომ მოვიდა ამოთხარეს და საბოლოოდ 2,3 მეტრის სიღრმის წყლით სავსე ორმო დატოვეს, ეგ საღამო გუშინდელივით მახსოვს, ბიჭები "რაზგონს" ავიღებდით ხოლმე და ორმოს ვახტებოდით, 10მდე ბიჭი მაინც ვიყავით, ყველანი ვიცინოდით, ჟრიამული გაუდიოდა არე მარეს. უეცრად ცემმა კლასელმა თქვა: აბა ვინ გადახტება ადგილიდანვე, რაზგონი არ ავიღოთ და გერევე ვისკუპოთო. მიდი ჯერ შენ გადახტი და ჩვენც წამოგყვებით ვუთხარით ბიჭებმა. კარგიო და მოემზადა, უეცრად ახტა, მეორე მხარეს დახტა მაგრამ როგორღაც "ტრაკმა" დაძლია, უკან უკან წავიდა და ჩავარდა მაგ ორმოში, აგვიტყდა სიცილი, თითის გაშვერით გვეცინებოდა მასზე ბედზე კი მამისი მოვიდა სამსახურიდნ და რომ დაინახა ორმოში მოჭყუმპალავე შვილი გადაირია კაცი. :) მახსოვს 2, 3 დღე გარეთ არ უშვებდნენ, დასჯილი იყო. :)
 კიდევ ზაფხულის 1 დღე გამახსენდა, ბიჭები ფეხბურთს ვთამაშობდით, ცხელოდა მაგრამ ჩვენ მაინც "გვეფეხბურთებოდა", უეცრად სტადიონზე ეგ ჩემი კლასელი შემოვიდა ნაყინით ხელში, თან გვახარბებდა და ნაყინს ნელა ლოკავდა, ჩვენ კიდევ ნერწყვები გვდიოდა, ჩვენთან ერთად ჩვენივე უბნელი ფეხბურთელი ბიჭი იყო, ბურთი დააგორეო მითხრა, მეც დავუგორე, რამდენჯერმა აკენწლა, ჰაერში ააგდო და ტერფით დაარტყა, ბურთი კი 200მეტრში მყოფ მაგ ჩემ კლასელს გაარტყა ხელში და ნაყინი დააგდებინა, უნდა გენახათ ჩვენი სახეები, ყველანი სიხარულისგან ისევ თითის გაშვერით ვიცინოდით, :) ის კი ისე გაწითლდა სიბრაზისგან, მიმიქარავს ბაზარში ოქროს კბილიანი თათრის ქალის  გასაყიდი ჭარხალი... :)
ეს მომენტები გავიხსენე და მეღიმებოდა, სამწუხაროა რომ ეგ ჩემი კლასელი დღეს დღეობით აღარაა ჩვენს რიგებში მაგრამ მაინც მიხარია რომ ეს და კიდევ ბევრი უამრავი სასაცილო შემთხვევები დამრჩა მისგან.
 ამასობაში საათს დავხედე და ზუსტად დილის 06:00 წუთი იყო და გამიხარდა, ვიცოდი რომ უკვე ორიოდე წუთიღა იყო დარჩენილი წასვლამდე, თუმცა მეღიმებოდა, მეღიმებოდა იმაზე რომ თბილისი უკვე იღვიძებდა, მე კი ისევ იქ ვიდექი და ამ ყველაფერს ვუყურებდი, ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს დრომ წინ ჩამიარა და დამტოვა ერთ ადგილზე. უეცრად დაიძახეს: "დაიწყო მოძრაობაო" და სიხარულისგან ავხტი, ეს იყო სიტყვები ისეტივე ტკბილი როგორიც ბავშვისთვისაა "იავ ნანა", დაუყოვნებლივ დავიწყე ჩემი შესასრულებელი მოქმედება, "დასაცავმაც" გაიარა და ამოვისუნთქე, თითქოს ლოდი მომეხსნა და თითქოს მონობისგან გამანთავისუფლეს, ნელნელა გავუყევი სახლისკენ მიმავალ გზას და ზუსტად დილის 07:03 წუთზე ლოგინში ჩავწექი და თვალები დავხუჭე.:)

Thursday, February 16, 2012

ნაგავი!

ჯანდაბა, თითქოს ზავი დადეს, პირი შეკრეს და ერთურთს ხელი ჩამოართვეს. ერთობლივად ჩემთვის მიზეზ გაურკვეველ და შემაწუხებელ ჭრილობებს მაყენებენ,  ცდილობენ ჩემს მთლიან ოკუპაციას და დაგმობას. ღრმა ინტერესით ვეკითხები ჩემ თავს, ნუთუ ამას ვიმსახურებ? ჩემი თავი კი მპასუხობს: ყველა იმას იმსახურებს რაც დასამსახურებელია. რა სამწუხაროა რომ ვიმსახურებ "ხასიათის ჩამქრობ" დასამსახურებელს. მაგრამ საინტერესო ისაა რომ მაინც არ მიმაჩნია სამართლიანად დავიმსახურე თუ არა დასამსახურებელი. ამის მიზეზი კი ჩემი ბუნებაა, რომელიც შეიძლება უცნაურადაც ჩაითალოს, ბუნება რომელიც ბევრს მოსწონს, ბევრის აზრი კი არვიცი.
სიამოვნებით მოვაბამდი ხელებზე "სიმძიმეებს", აგდებული თვალით მხედველ პიროვნებებს და ზღვაში გადავყრიდი.

Monday, January 2, 2012

"გამჭყიპველი" წურბელების ზეიმი.

წავიდა, დაგვტოვა და სამუდამოდ გაგვეცილა, გზა დაუთმო ახალს, თუმცა გაურკვეველია რამდენად კარგს და სარგებლის მომტანს. მაგრამ მე მაინც გამიტყდა, გამიტყდა ის რომ "წასვლის და ახლის ჩანაცვლების" ერთადერთ დღეს, "პატიმრულ" რეჟიმს მიმსგავსებულად გავატარე. ამ ყველაფერს ისიც ემატება რომ ფიზიკურმა მავნებელმაც იჩინა თავი, მიტევს და მაზიანებს. თუმცა ფიზიკურ მავნებელზე უფრო მკვეთრად და მავნებლურად ფსიქოლოგიური და მორალური იერიშები მიპყრობენ, იყენებენ უსიამოვნო მარწუხებს, რაც ძალიან მაწუხებს...
ასევე "ამბობენ" ყველაზე დიდი მონატრება და სიცარიელე მაშინ გეუფლება, როდესაც მის გვერდით ხარ მაგრამ მისი სიახლოვის უფლებას მაინც ვერ ჰპოვებო...
ჰაჰ, ჯანდაბა, დავიჯერო ვიმსახურებ სიტყვა "ამბობენ"-ს პირველ პირში რომ ვიძახი უკვე?