Thursday, December 29, 2011

ცხოვრების ხე!

მონატრებული გამარჯობა ჩემს მიერ პატივისცემით თვალით დანახულო საზოგადოებავ!
ეხლა ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ცხოვრების 30 დღე წამართვეს, ვგულისხმობ ყოველდღიური ცხოვრების 30 დღეს, ვინაიდან და რადგანაც ყოველი გათენებული დილა, ზუსტი ანალოგი იყო მისი წინამორბედი გათენებული დილისა, განსხვავებას ვერ ვნახულობდი, ფაქტობრივად 1 დღე 30ჯერ გამამეორებინეს. გამოგიტყდებით, თუმცა რა საჭიროა სიტყვა "გამოგიტყდები-ს" გამოყენება, მე ხომ ისედაც ვამბობ ჩემს სათქმელს. სათქმელს რომლის დასაწყისიც იყო საოცრად რთულად მოსაჩვენებელი, ალღო აუღებელი და რეჟიმში ჩაუჯდომელი, თუმცა ეს მართლაც რომ დედა "გაჟიმული" დრო ხომ ყველაფრის ათვისების ხელშემწყობია და არც ჩემს შემთხვევაში დააყოვნა და დროთა განმავლობაში შემაჩვია, ან უბრალოდ უფრო "იოლად" მომაჩვენა და გონებაში DELETE მისცა ფიქრებს, რომლებსაც დასაწყისში ვყავდი მოცული, "30 დღიანი ერთი და იგივეობის დასაწყისში"!
როდესაც ცხოვრების ამ ეტაპს მივადექი, საკუთარი თავი შევადარე ხის სულ ქვედა ტოტზე ხელებით დაკიდებულ პიროვნებას  და უდიდესი ალბათობა არსებობდა იმისა რომ ხელი გამეშვებოდა და "დედამიწაზე" დავეცემოდი, რაც იქნებოდა არაფრის მომცემი და მცირედით, სირცხვილის გრძნობის მომტანიც, ამიტომ ყოველგვარ ღონეს ვხმარობდი, საკუთარ თავს, თავს ვესხმოდი და ვაიძულებდი, გამოეჩინა ინიციატივა და გასჩენოდა სურვილი "ტოტზე" ასვლისა, ამას კი "სიტყვების თამაშით" ჩავუყარე საფუძველი:
"ვზივარ ეხლა ჩემთვის,
გონებაში მშვიდი ემოციაც მერთვის,
გავყურებ საოცრად საოცარ სახეებს
იმედია თავს გავართმევ წინდაგებულ მახეებს,
შევისრუტავ რთულად მოსაპოვებელ სიმშვიდეს,
რომელიც სხეულის სისტემას დამიმშვიდებს,
ვეცდები მოვახერხო თავში აზრების სწორად გაწყობა,
შემდეგში რომ დამეუფლოს კარგი განწყობა!"
შედეგად კი ის მივიღე რომ ახლა უკვე კიარ ვკიდივარ, არამედ "ტოტზე" ვზივარ და ვცდილობ შემდეგ "ტოტს" დავეკიდო და "კენწეროს" მივაღწიო, ამბობენ მანდ სილამაზე და "სუფთა ჰაერიაო", თუმცა ის არ უნდა დამავიწყდეს რომ "კენწეროთი" დაბრმავებულმა, პირველივე "ტოტიდან" არ გადავვარდე, რადგან ბედის ირონია ისაა რომ "ხეზე" ყველა ტოტი "ტაოტიანია"!