Tuesday, October 25, 2011

"გამომსწორებელი" მაგალითი, ანუ "ნინიას" ბაღი კიარაა კოკამ წყალი ყოველთვის რომ მოიტანოს...

უფრო პატარა რომ ვიყავი, მახსოვს ქუჩაში გავლისას, მხრის გაკვრის მომთხოვნელ გოგოებს, მხარს ვკრავდი და მეტიც, ვცდილობდი რომ მკერდზე გამეკრა, ზოგი მართლაც შემთხვევითობას აბრალებდა, ზოგი წარბშეკრულად გამომხედავდა, საოცარია მაგრამ ზოგი კი მიღიმოდა. :)
ერთხელ ერთ გოგოსაც გავკარი, თან ისე გემრიელად რომ ჩემმა იდაყვმა მის მკერდზე გაკვრისას "რბილი ხორცის სიამოვნება" შეიგრძნო, თუმცა ეს გოგო, იმწამსვე შემოტრიალდა, ხელი მუცელში ჩამარტყა და გაბრაზებულმა თქვა: რამდენს ბედავ, შე შვილოოო!
თურმე, ეს გოგო კიარა, არამედ დედის ტოლა ქალი აღმოჩნდა, რატომღაც უკან არ დავიხიე და პასუხი მეც დავუბრუნე: თავი დაიმშვიდეთ, დედიკო მეთქი!
მან კი: ეხლა თუ გაგილაწუნე, დედიკოს მერე დაგაძახებინებო. ამ დროს ხალხიც შეგროვდა, თან ბევრმა შტვენაც (ან სტვენა) დაიწყო, იმ მისამართიდ რომ საკუთარ თავს ბევრის უფლებას ვაძლევდი, ამიტომ ამ ქალის პასუხზე რეაგირება აღარ მოვახდინე, უხმოდ გავტრიალდი და გავეცალე, შორიდან კი მესმოდა როგორ იძახდა ჩემი მისამართიდ: დეგენერატი ეს!
მას მერე, მხარი შეგნებულად აღარავისთვის გამიკვრია, რადგანაც უაზრო ახირებისა და უაზრო გართობისგან თავის შეკავებისთვის, სათანადო მაგალითი მივიღე...
მადლობას ვიხდი რომ ასეთი მაგალითი მივიღე!

No comments:

Post a Comment