Monday, October 24, 2011

სასიამოვნო ფიქრთა ამონთხევა!

მახსოვს საღამოობით დედაენის ბაღში ვიჯექით, განათებულ ტაძარს გავხედავდით ხოლმე, სასიამოვნო საღამოთი ვტკბებოდით და ვსაუბრობდით ყველაფერზე! შემდეგ ჩემს მარცხენა მხარს გაასწორებდა, ხო, გაასწორებდა, ისე როგორც ჩვენ ვასწორებთ თავის რბილად დასადებად   საწოლში ბალიშს, სწორედ ასე გაასწორებდა ჩემს მხარს, საკუთარ თავს ჩემს მკერდზე ჩამოდებდა, ჩუმდებოდა, იმდენად რომ მისი ამონასუნთქი ჰაერის ხმაც მესმოდა და მსიამოვნებდა როდესაც სხეულზეც ვგრძნობდი. შემდეგ ვკითხავდი: რაზე ფიქრობ? ის კი მპასუხობდა: იმაზე რომ თავს კარგად ვგრძნობო, რაც ძალიან მიხარიაო! შემდეგ თავად მკითხავდა: შენ რაზე ფიქრობო? მე კი ვპასუხობდი: იმაზე რომ მსიამოვნებს შენ რაც გიხარია მეთქი და სითბოს გამოსახატად ლოყას თავზე გადავუსვამდი!
 სადარბაზომდე რომ მივაცილებდი, ერთმანეთს ვაკოცებდით, შემდეგ გატრიალდებოდა და სანამ სადარბაზოში შევიდოდა, გზადაგზა გამომხედავდა, ოღონდ ღიმილით გამომხედავდა, პასუხად მეც ვუღიმოდი და ერთმანეთს ხელებით ვემშვიდობებოდით. შემდეგ როდესაც ტრანსპორტში ჩავჯდებოდი და სახლსიკენ მოვდიოდი, ამ სიმღერას ვრთავდი

ლამპიონებისგან განათებულ თბილისის ქუჩებს ვუყურებდი და ვიღიმოდი, ვიღიმოდი რადგანაც არსებული სიტუაცია მახარებდა და თავს ბედნიერად ვგრძნობდი!
მადლობას ვიხდი რომ ასეთი ფიქრები მაინც შემრჩა, იმ განვლილი ლამაზი წუთებიდან, რომელიც ცხოვრებამ მაჩუქა!

No comments:

Post a Comment